Friday, 18 March 2011

საქალაქო ღონისძიების დაგეგმვა


16 მარტს “სიქას“ ოფისში  შედგა სამუშაო შეხვედრა საქალაქო ღონისძიების განსახორციელებლად. შეხვედრას ესწრებოდნენ  №15, № 21, №22, და №25 სკოლის მოსწავლეები. სამუშაო რეჟიმში მოსწავლეები გაეცნენ დებატების ხელოვნებას და კერძოდ კი კარლ პოპერის, იგივე ფასეულობათა ფორმატს და ჩამოყალიბდა №22 და №15 საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან  2 გუნდი.
ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა არის დებატები და კერძოდ, ფასეულობათა დებატების ტექნიკა. გაიგეს  როგორც შინაარსობლივი მხარე, ასევე ტექნიკური. დაიგეგმა  მოთამაშე გუნდებთან შემდეგი სამუშაო შეხვედრები.

Thursday, 17 March 2011

9 მარტის შეხვედრა სიქა-ს ოფისში


9 მარტს სიქა-ს ოფისში რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის მენეჯერს - ხათუნა გოგალაძესა და საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს- გიორგი მაღრაძეს.  შეხვედრას ესწრებოდა 15 მოსწავლე და 1 პედაგოგი. თავდაპირველად გიორგი მაღრაძემ ისაუბრა მდგრადი განვითარების შესახებ და ადამიანის მზაობაზე ამ მიმართულებით, რომლის შემდეგ შედგა დისკუსია მოსწავლებთან, თუ რამდენად გაათვითცნობიერეს ახალგაზრდებმა ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს მიიღეს.
შემდეგ ხათუნა გოგალაძემ ისაუბრა ორჰუსის კონვენციის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების უფლების დაცვას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრულყოფისა და აღსრულების პროცესში და განმარტა ეს უფლებები.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მაღრაძემ და ხათუნა გოგალაძემ სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებს დაურიგეს მათი ორგანიზაციების ბუკლეტები, კალენდრები და ბიულეტენები. მოსწავლეებმა   აღნიშნეს, რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებენ კლუბების მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

Thursday, 3 February 2011

შეხვედრა 2011 წლის 2 თებერვალს

 2011 წლის 2 თებერვალს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებისა და პროექტის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა. 

შეხვედრას დაესწრო ქ.რუსთავის მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების კლუბების 12 წარმომადგენელი.
სამუშაო შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმო მოსწავლეებისთვის სტაჟირების პროგრამის ორგანიზებას. მოსწავლეებმა მიიღეს კონკრეტული ინფორმაცია პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ. მათ დასვეს კითხვები თემის ირგვლივ. გაეცნენ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო ფორმას, მისი შევსებისა და პარტნიორი ორგანიზაციისთვის მიწოდების ფორმებს.შეხვედრაზე მოსწავლეები შეხვდნენ მოწვეულ სტუმარს, იურისტს, განათლების სფეროს მუშაკს, რუსთავის მკვიდრს იოსებ პირველს. სტუმარმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების როლსა და მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა მოსწავლეებისთვის ასეთი ცოდნისა და უნარის საჭიროებას სკოლაში სწავლის პეროდშივე. მოსწავლეებმა გამოკვეთეს ის საკითხები, რომელზეც ისურვებდნენ შემდეგში უფრო მეტი ინფორმაციის და გამოცდილების მიღებას. მოსწავლეებმა სტუმრისგან მიიღეს შეთავაზება კომპეტენტური იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობებზე და შეთანხმდნენ კონსულტაციის გზებსა და ფორმებზეც.

Saturday, 29 January 2011

შეხვედრა №2 საჯარო სკოლაში

16 დეკემბერს რუსთავის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის ინიცატივით შედგა შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულთან,მსოფლიო ჩემპიონთანბრძოლაში წესების გარეშე - გიორგი გუგენიშვილთან. მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები.

შეხვედრის პირველნაწილში დარბაზი გაეცნო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამას და შედგა მოსწავლეთა კლუბის პრეზენტაცია. მეორე ნაწილში მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა სპორტის იმ სახეობაზე,რაშიც თვითონ გამოდის,ასევე ჯანსაღი ცხოვრებისწესისა და განათლების საჭიროებაზე და უპასუხა დარბაზის შეკითხვებს. შუალედში შედგა მის შესახებ მომზადებული სლაიდების ჩვენება. შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

ვიქტორინა №10 საჯარო სკოლაში

ქ.რუსთავის №10 საჯარო სკოლაში 20 დეკემბერს ჩატარდა ვიქტორინა მოსწავლეებს შორის. ვიქტორინა მოიცავდა იმ თემებს, რომლებიც მოსწავლეებმა უკვე გაიარეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.
მასპინძელ მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად ვიქტორინას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, ფონდ "ჰარმონიისა" და ქალაქის პოლიციის განყოფილების წარმომადგენლები.
ვიქტორინაში მონაწილეობდა სკოლის მოსწავლეთა ორი გუნდი: "თემოდა" და "კოლეგია". ვიქტორინა 4 განსხვავებული
ტურისაგან შედგებოდა და მას სტუმრებისგან დაკომპლექტებული ობიექტური ჟიური აფასებდა. ორივე გუნდმა ცოდნის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინა და შეჯიბრი გუნდებს შორის მინიმალური სხვაობით დასრულდა.
შეხვედრა საინტერესო და სახალისო იყო არა მარტო მონაწილეთათვის, არამედ დამსწრეთათვისაც.