Sunday 1 May 2011

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ვიზიტი ბოლნისში



30 აპრილს ბოლნისის მოხუცებულთა სახლ "ჭაღარა"–ში გაიმართა რეგიონული ღონისძიების "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე"დასკვნითი აქტივობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქ–ნი ნინო ბასილაშვილი, ბოლნისის რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები. მოხუცებს საჩუქრად კვების პროდუქტები (ტკბილეული, ბურღულეული, ზეთი)  გადასცა შპს "პრინც"–მა. ღონისძიება ფართოდ გააშუქა ბოლნისის ადგილობრივმა ტელევიზიამ.
   პროექტის "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე" ფარგლებში ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს მარტის თვეში ჩაუტარდათ ტრენინგი მდგრადი განვითარების თემაზე. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის წარმომადგენლები.  ტრენინგების შემდეგ მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ შეიძინეს წიგნები, რომლებიც საჩუქრად გადაეცა ბოლნისის მოხუცებულთა სახლს "ჭაღარა". ცენტრ "ჭაღარას" მობინადრეებმა ძალიან გაიხარეს მოსწავლეთა სტუმრობით. ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ  კულტურულ პროგრამაში   მოხუცებიც აქტიურად ჩაერთვნენ – წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს მოსწავლეებთან ერთად.
პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ქვემო ქართლის სამიზნე სკოლები გარდაბნიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან. დასვნით ღონისძიებაში კი მონაწილობდნენ ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლის (გარდაბნის 1–ლი საჯარო სკოლის, რუსთავის #2,5,12,16,18,20; მარნეულის მე–5, ბოლნისის მე–5 და დაბა კაზრეთის 1–ლი საჯარო )სკოლის მოსწაავლეები.  პროექტის შედეგად მოხდა მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გაიზარდა მათი სოციალური პასუხისმგებლობის – სხვებზე ზრუნვის აუცილებლობის გრძნობა. ერთობლივმა აქტივობამ ასევე ხელი შეუწყო ქვემო ქართლის სხვადასხვა ქალაქების სამოქალაქო კლუბების დაახლოვებას.

Friday 22 April 2011

დებატების ტურნირისთვის მზადება

16 აპრილს გიორგი თვალიაშვილმა ჩაატარა მორიგი ტრენინგი დებატების ხელოვნებაში. ტრენინგს ესწრებოდა რუსთავის 5 საჯარო სკოლის(№1, №2, №7,№10, №11)  მოსწავლეები. მონაწილეებმა გაიგეს დებატების ფორმატის ტექნიკური დეტალები და ითამაშეს საცდელი თამაში. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგში და მიიღეს დავალება: შემდეგ ტრენინგზე გუნდებს უნდა ჰქონდეთ დაწერილი ქეისები შემდეგ რეზოლუციაზე „მასმედიის ცენზურა გამართლებულია “.

რეგიონული ტურნირის სამზადისი


11 აპრილს ნინო ვარდიშვილმა ჩაატარა მორიგი სემინარი დებატების ხელოვნებაში რუსთავის 5 საჯარო სკოლის ( №15, №21, №22, №24, №25) კლუბის  წევრებისთვის. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფორმალური დებატების, კერძოდ კი ფასეულობათა დებატების შესახებ. გაიგეს კითხვათა ფორმების, დებატების ტექნიკური და შინაარსობლივი დეტალების შესახებ. მონაწილეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში და დისკუსიებში.

დებატების რეგიონული ტურნირისთვის მზადება

პროგრამის ფარგლებში დაიწყო რეგიონალური დებატების ტურნირისთვის მზადება. 9 აპრილს „სიქას“ ოფისში დაიწყო სამუშაო შეხვედრები, კერძოდ კი სემინარები ფორმალური დებატების სწავლებაში. პირველ სემინარს დაესწრო 5 საჯარო სკოლის (№1, №2, № 7, №10, №11 ) სამოქალაქო კლუბების 13 წევრი. საწყის ეტაპზე სემინარები ჩაუტარდებათ რუსთავის 14 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს, ერთი სკოლიდან - 3 მოსწავლეს.
სემინარები დებატების ხელოვნებაში გაგარძელდება 2 თვის (აპრილი, მაისი) განმავლობაში. იგეგმება კვირაში 3-4 სემინარი და კონსულტაციები კლუბის წევრებთან მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

საჯარო დებატები რუსთავის სამოქალაქო კლუბებს შორის


28 მარტს, რუსთავის №21 საჯარო სკოლაში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის"   ფარგლებში მოეწყო საჯარო დებატები რეზოლუციით " საქართველოს საჯარო სკოლებში ფორმით სიარულ ჯობია თავისუფალ ჩაცმულობას". საჯარო დებატებში ერთმანეთს შეხვდა ქ. რუსთავის №15 და №22  საჯარო სკოლების მოდებატეთა გუნდები. გუნდები გულმოდგინედ ემზადებოდნენ საჯარო დებატებისათვის, ჩაატარეს წინასწარი მოკვლევები ქ. რუსთავის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებსა და დირექციის წარმომადგნელებს შორის ფორმიანობის შესახებ. კვლევის შედეგები მოდებატე მხარეებმა აქტიურად გამოიყენეს დებატების დროს.  გუნდებს შორის დაძაბული დებატების  შუალედში, საჯარო დებატის ფორმატით, დამსწრე აუდიტორიასაც მიეცა საშუალება ჩაბმულიყო დებატებში, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები მომხსენებლებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული რუსთავის 15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სამოქალაქო კლუბების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები, არასამთავორობო ორგანიზაციების წარმომადნელები,  ასევე პროგრამა "ჰარმონიის" გრანტების მენეჯერი თამარ ფრუიძე. დებატებს უძღვებოდა დებატების პროგრამის კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში ნინო ვარდიაშვილი.
ქ. რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებმა რეგიონული დებატ ტურნირის ორგანიზებისა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
ღონისძიების დასასრულს დებატებში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის ბარათები.



მასტერ კლასი დებატების ხელოვნებაში


26 მარტს, ქ. რუსთავის #15, #21 და #22 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს, დებატების გამოცდილმა ტრენერმა გიორგი თვალიაშვილმა ჩაუტარა მასტერ კლასი დებატების ხელოვნებაში. შეხვედრა სამი საათი გრძელდებოდა.  მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დებატების ტენიკაზე, შემდეგ კი ითამაშეს ფორმალური დებატები კარლ პოპერის (იგივე ფასეულობითი დებატები) ფორმატით. 
თამაშის შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს კომპეტენტური შენიშვნები და რეკომენდაციები. მონაწილეებმა დღე შეაფასეს როგორც ერთ–ერთი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე.

მზადება საჯარო დებატებისათვის


16 მარტიდან 11 დღის განმავლობაში ქ. რუსთავის #15 და #22 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები ინტენსიურად ემზადებოდნენ 28 მარტს დაგეგმილი საჯარო დებატებისთვის: იღებდნენ კონსულტაციებს და ესწრებოდნენ სამუშაო შეხვედრებს  დებატების პროგრამის კოორდინატორთან ნინო ვარდიაშვილთან. მოსწავლები ვარჯიშობდნენ ფორმალური დებატების ტექნიკაში, მუშაობდნენ ქეისებზე და ივითარებდნენ დებატების წარმოებისათვის აუცილებელ უნარებს. ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და მოიხიბლნენ დებატების ხელოვნებით.