Friday 18 March 2011

საქალაქო ღონისძიების დაგეგმვა


16 მარტს “სიქას“ ოფისში  შედგა სამუშაო შეხვედრა საქალაქო ღონისძიების განსახორციელებლად. შეხვედრას ესწრებოდნენ  №15, № 21, №22, და №25 სკოლის მოსწავლეები. სამუშაო რეჟიმში მოსწავლეები გაეცნენ დებატების ხელოვნებას და კერძოდ კი კარლ პოპერის, იგივე ფასეულობათა ფორმატს და ჩამოყალიბდა №22 და №15 საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან  2 გუნდი.
ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა არის დებატები და კერძოდ, ფასეულობათა დებატების ტექნიკა. გაიგეს  როგორც შინაარსობლივი მხარე, ასევე ტექნიკური. დაიგეგმა  მოთამაშე გუნდებთან შემდეგი სამუშაო შეხვედრები.

Thursday 17 March 2011

9 მარტის შეხვედრა სიქა-ს ოფისში


9 მარტს სიქა-ს ოფისში რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში ორჰუსის კონვენციის ცენტრის მენეჯერს - ხათუნა გოგალაძესა და საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს- გიორგი მაღრაძეს.  შეხვედრას ესწრებოდა 15 მოსწავლე და 1 პედაგოგი. თავდაპირველად გიორგი მაღრაძემ ისაუბრა მდგრადი განვითარების შესახებ და ადამიანის მზაობაზე ამ მიმართულებით, რომლის შემდეგ შედგა დისკუსია მოსწავლებთან, თუ რამდენად გაათვითცნობიერეს ახალგაზრდებმა ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს მიიღეს.
შემდეგ ხათუნა გოგალაძემ ისაუბრა ორჰუსის კონვენციის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების უფლების დაცვას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრულყოფისა და აღსრულების პროცესში და განმარტა ეს უფლებები.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მაღრაძემ და ხათუნა გოგალაძემ სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებს დაურიგეს მათი ორგანიზაციების ბუკლეტები, კალენდრები და ბიულეტენები. მოსწავლეებმა   აღნიშნეს, რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებენ კლუბების მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვით ღონისძიებებში.