Saturday 29 January 2011

შეხვედრა №2 საჯარო სკოლაში

16 დეკემბერს რუსთავის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის ინიცატივით შედგა შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულთან,მსოფლიო ჩემპიონთანბრძოლაში წესების გარეშე - გიორგი გუგენიშვილთან. მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები.

შეხვედრის პირველნაწილში დარბაზი გაეცნო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამას და შედგა მოსწავლეთა კლუბის პრეზენტაცია. მეორე ნაწილში მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა სპორტის იმ სახეობაზე,რაშიც თვითონ გამოდის,ასევე ჯანსაღი ცხოვრებისწესისა და განათლების საჭიროებაზე და უპასუხა დარბაზის შეკითხვებს. შუალედში შედგა მის შესახებ მომზადებული სლაიდების ჩვენება. შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

ვიქტორინა №10 საჯარო სკოლაში

ქ.რუსთავის №10 საჯარო სკოლაში 20 დეკემბერს ჩატარდა ვიქტორინა მოსწავლეებს შორის. ვიქტორინა მოიცავდა იმ თემებს, რომლებიც მოსწავლეებმა უკვე გაიარეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.
მასპინძელ მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად ვიქტორინას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, ფონდ "ჰარმონიისა" და ქალაქის პოლიციის განყოფილების წარმომადგენლები.
ვიქტორინაში მონაწილეობდა სკოლის მოსწავლეთა ორი გუნდი: "თემოდა" და "კოლეგია". ვიქტორინა 4 განსხვავებული
ტურისაგან შედგებოდა და მას სტუმრებისგან დაკომპლექტებული ობიექტური ჟიური აფასებდა. ორივე გუნდმა ცოდნის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინა და შეჯიბრი გუნდებს შორის მინიმალური სხვაობით დასრულდა.
შეხვედრა საინტერესო და სახალისო იყო არა მარტო მონაწილეთათვის, არამედ დამსწრეთათვისაც.