Saturday 29 January 2011

ვიქტორინა №10 საჯარო სკოლაში

ქ.რუსთავის №10 საჯარო სკოლაში 20 დეკემბერს ჩატარდა ვიქტორინა მოსწავლეებს შორის. ვიქტორინა მოიცავდა იმ თემებს, რომლებიც მოსწავლეებმა უკვე გაიარეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.
მასპინძელ მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ერთად ვიქტორინას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს, ფონდ "ჰარმონიისა" და ქალაქის პოლიციის განყოფილების წარმომადგენლები.
ვიქტორინაში მონაწილეობდა სკოლის მოსწავლეთა ორი გუნდი: "თემოდა" და "კოლეგია". ვიქტორინა 4 განსხვავებული
ტურისაგან შედგებოდა და მას სტუმრებისგან დაკომპლექტებული ობიექტური ჟიური აფასებდა. ორივე გუნდმა ცოდნის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინა და შეჯიბრი გუნდებს შორის მინიმალური სხვაობით დასრულდა.
შეხვედრა საინტერესო და სახალისო იყო არა მარტო მონაწილეთათვის, არამედ დამსწრეთათვისაც.

No comments:

Post a Comment