16 აპრილს გიორგი თვალიაშვილმა ჩაატარა მორიგი ტრენინგი დებატების ხელოვნებაში. ტრენინგს ესწრებოდა რუსთავის 5 საჯარო სკოლის(№1, №2, №7,№10, №11) მოსწავლეები. მონაწილეებმა გაიგეს დებატების ფორმატის ტექნიკური დეტალები და ითამაშეს საცდელი თამაში. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგში და მიიღეს დავალება: შემდეგ ტრენინგზე გუნდებს უნდა ჰქონდეთ დაწერილი ქეისები შემდეგ რეზოლუციაზე „მასმედიის ცენზურა გამართლებულია “.
Friday, 22 April 2011
რეგიონული ტურნირის სამზადისი
11 აპრილს ნინო ვარდიაშვილმა ჩაატარა მორიგი სემინარი დებატების ხელოვნებაში რუსთავის 5 საჯარო სკოლის ( №15, №21, №22, №24, №25) კლუბის წევრებისთვის. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფორმალური დებატების, კერძოდ კი ფასეულობათა დებატების შესახებ. გაიგეს კითხვათა ფორმების, დებატების ტექნიკური და შინაარსობლივი დეტალების შესახებ. მონაწილეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში და დისკუსიებში.
დებატების რეგიონული ტურნირისთვის მზადება
პროგრამის ფარგლებში დაიწყო რეგიონალური დებატების ტურნირისთვის მზადება. 9 აპრილს „სიქას“ ოფისში დაიწყო სამუშაო შეხვედრები, კერძოდ კი სემინარები ფორმალური დებატების სწავლებაში. პირველ სემინარს დაესწრო 5 საჯარო სკოლის (№1, №2, № 7, №10, №11 ) სამოქალაქო კლუბების 13 წევრი. საწყის ეტაპზე სემინარები ჩაუტარდებათ რუსთავის 14 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს, ერთი სკოლიდან - 3 მოსწავლეს.
სემინარები დებატების ხელოვნებაში გაგარძელდება 2 თვის (აპრილი, მაისი) განმავლობაში. იგეგმება კვირაში 3-4 სემინარი და კონსულტაციები კლუბის წევრებთან მათი საჭიროებიდან გამომდინარე.
სემინარები დებატების ხელოვნებაში გაგარძელდება 2 თვის (აპრილი, მაისი) განმავლობაში. იგეგმება კვირაში 3-4 სემინარი და კონსულტაციები კლუბის წევრებთან მათი საჭიროებიდან გამომდინარე.
საჯარო დებატები რუსთავის სამოქალაქო კლუბებს შორის
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული რუსთავის 15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სამოქალაქო კლუბების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები, არასამთავორობო ორგანიზაციების წარმომადნელები, ასევე პროგრამა "ჰარმონიის" გრანტების მენეჯერი თამარ ფრუიძე. დებატებს უძღვებოდა დებატების პროგრამის კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში ნინო ვარდიაშვილი.
ქ. რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებმა რეგიონული დებატ ტურნირის ორგანიზებისა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
ღონისძიების დასასრულს დებატებში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის ბარათები.
მასტერ კლასი დებატების ხელოვნებაში
თამაშის შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს კომპეტენტური შენიშვნები და რეკომენდაციები. მონაწილეებმა დღე შეაფასეს როგორც ერთ–ერთი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე.
მზადება საჯარო დებატებისათვის
16 მარტიდან 11 დღის განმავლობაში ქ. რუსთავის #15 და #22 საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები ინტენსიურად ემზადებოდნენ 28 მარტს დაგეგმილი საჯარო დებატებისთვის: იღებდნენ კონსულტაციებს და ესწრებოდნენ სამუშაო შეხვედრებს დებატების პროგრამის კოორდინატორთან ნინო ვარდიაშვილთან. მოსწავლები ვარჯიშობდნენ ფორმალური დებატების ტექნიკაში, მუშაობდნენ ქეისებზე და ივითარებდნენ დებატების წარმოებისათვის აუცილებელ უნარებს. ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და მოიხიბლნენ დებატების ხელოვნებით.
Subscribe to:
Posts (Atom)